Wednesday, March 4, 2015

IX დღის რეფლექსია

ტრენერმა გამოიკითხა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით რა შეკითხვები გვქონდა.
მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა პრეზენტაციები. დავუსვით ერთმანეთს შეკითხვები, მივეცით რჩევები. არ დარჩა არცერთი ბუნდოვანი საკითხი.
   მადლობა ქალბატონ ლალის!

Saturday, February 28, 2015

VIII დღის რეფლექსია

ტრენერმა გამოიკითხა, რა გაგვიჭირდა საშინაო დავალების შესრულებისას. შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედეთ შეფასების რუბრიკებს,თვითშეფასება გავაკეთეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარით. ბოლოს პორტფოლიო გადავაკონტროლეთ და ავტვირთეთ ბლოგზე.

Friday, February 27, 2015


  პირველი კვირა

       აკაკი წერეთლის „ბაში–აჩუკის“ შესწავლის დაწყებამდე მოსწავლეებს ვუსვამ ზოგად შეკითხვას: „რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი წარსულის შესწავლა?“ ისინი თავიანთ მოსაზრებებს ინიშნავენ დღიურში. შემდეგ ერთმანეთს  უზიარებენ  ამ საკითხთან დაკავშირებულ ცოდნას. გაიხსენებენ ახლახანს ნასწავლ  ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილს „ერი და ისტორია“.მოსწავლეები იმსჯელებენ, რა მნიშვნელობას ანიჭებდა ილია ერის მომავლის განსაზღვრაში ისტორიის ცოდნას.შემდეგმოსწავლეებს ეძლევათ დავალება, დღიურში ჩაინიშნონ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობენ აკაკი წერეთლის მოთხრობის პერსონაჟ  ბაში–აჩუკთან დაკავშირებით.                   
        დავალების შესრულების შემდეგ აღმოჩნდა,რომ ბაში–აჩუკი ბევრ მათგანს რეალური პიროვნება ჰგონია.ამის ნათელსაყოფად კლასი დავყავი ჯგუფებად:  I ჯგუფს დავავალე მოიძიონ  ინფორმაცია XVII საუკუნის ქართლ–კახეთის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ; II ჯგუფს – XIX საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ვითარება; III ჯგუფს კი ხალხში გავრცელებული მითებისა და ლეგენდების მოძიება– ჩაწერა ვთხოვე.IV ჯგუფს ბიბლიოთეკის ან ინტერნეტის მეშვეობით 1659წლის კახეთის აჯანყების მეთაურების შესახებ დაევალათ ისტორიული ფაქტების მოკვლევა.აქვე მივეცი განმარტება, რომ ასეთი კვლევის შედეგად შეძლებდნენ  „ბაში–აჩუკში“ ისტორიული სინამდვილისა და მწერლის გამონაგონის გარჩევას.  მოძიებული მასალის  წაკითხვის შემდეგ დაუბრუნდებიან  საწყის ეტაპზე ფორმულირებულ განსაზღვრებებს  და შეასწორებენ მათ.
        მასალის მოძიებისა და ჯგუფებში განხილვის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ ვენის დიაგრამაზე.  ისინი  გაარკვევენ მსგავსება– განსხვავებას მათ მიერვე მოკვლეულ მასალაში, კერძოდ, რეალურ და ისტორიულ სინამდვილეს შორის. 
         III ჯგუფს, რომელსაც ხალხში გავრცელებული მითების ჩაწერა ევალება, ვაძლევ მითითებას, რომ მუშაობის პროცესში შეუძლიათ გამოიყენონ ციფრული აპარატი ან ჩანაწერი გააკეთონ დღიურში, შეაჯერონ მოპოვებული მასალები ერთმანეთთან და ისე წარმოადგინონ. ჩაწერისას უნდა მიუთითონ სახელი, გვარი,ასაკი,საცხოვრებელი ადგილი იმ პირის შესახებ, ვისგანაც იწერენ მასალას. მოსწავლეებს წინასწარ განვუსაზღვრავ, თუ რა რაოდენობის უნდა იყოს წასაკითხი მითი, ასევე ვუთითებ, წინასწარ გადაინაწილონ როლები ჯგუფური მუშაობისას: ვინ იქნება ჩამწერი და ვინ წარმომდგენი.
   ამის შემდეგ პროექტის მონაწილენი მიმყავს ექსკურსიაზე: ალავერდი,ბახტრიონი,მატანი,შუამთა. აქ ისინი გაეცნობიან იმ ადგილებს,სადაც მიმდინარეობდა ბრძოლები.გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალას.

      მეორე კვირა

        მოსწავლეები ჯგუფებში შეაჯამებენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას.
      I ჯგუფის მთხრობელი წარმოადგენს და  ინფორმაციას XVII საუკუნის ქართლ–კახეთის პოლიტიკური ვითარების შესახებ, II ჯგუფი–XIX საუკუნის საქართველოს შესახებ და ასე შეჯამდება ყველა ჯგუფისათვის მიცემული დავალება. დღიურში ჩანიშნული ამ დავალებების მიხედვით ჯგუფში წინასწარ შერჩეული მოსწავლე „ვენის“ დიაგრამის მეშვეობით წარმოაჩენს მსგავსება–განსხვავებას ისტორიულ სინამდვილესა და მწერლის გამონაგონს შორის.
         ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ,  კარგად გაიაზრონ, გაანალიზონ და იმსჯელონ, რატომ გაჩნდა ხალხში  აზრი  ბაში–აჩუკის რეალურად არსებობის შესახებ? მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი შეძლებენ სათანადო დასკვნის გამოტანას. თავიანთ მოსაზრებებს ჩაინიშნავენ დღიურში.                                     
            მოსწავლეთა შეფასება მოხდება რუბრიკის მეშვეობით.





Thursday, February 26, 2015

VII დღის რეფლექსია

მასწავლებლის პრეზენტაზიაში პროექტის გეგმიდან გადმოვიტანეთ იდეა, მიზნები,შედეგები და ინდიკატორები.ვიმუშავეთ "მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირების" ცვლილებებზე. მივუბრუნდით მოსწავლის ნაშრომს და შევეცადეთ, გაგვეზომა რუბრიკის მიხედვით. დაგვევალა "სასწავლო პროცედურებზე" მუშაობა.

Saturday, February 21, 2015

VI დღის რეფლექსია

დავიწყეთ მუშაობა IV მოდულზე.ამ დღის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. ამისათვის გადავხედეთ  პროექტის მიზნებს და შესაბამისად წარვმართეთ მუშაობა. გავიხსენეთ Google-ში სურათის მონახვა და სლაიდების გაფორმება. ვისწავლეთ, როგორ განვათავსოთ ინფორმაცია Drive-ზე, შემდეგ კი blog-ზე.